საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში იმყოფება და ახალი სეზონის პირველი ტურნირისთვის ემზადება, რომლის ძირითადი ბადეც სტარტს 29 დეკემბერს აიღებს, 27 დეკემბრიდან კი საკვალიფიკაციო შეხვედრები დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გასულ
ცნობისთვის, “ბრისბენ ინთერნეიშენელის” საპრიზო ფონდი მილიონი დოლარი გახლავთ და მისი მოქმედი ჩემპიონი ამერიკელი სერენა უილიამსი გახლავთ, რომელიც ამჯერად პირველ ნომრად იქნება განთესილი.
სერენას გარდა, წინასწარი განაცხადის მიხედვით, ბრისბენში ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი), მარია შარაპოვა (რუსეთი), დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკეთი), საბინ ლისიცკი (გერმანია), ფრანჩესკა სკიავონე (იტალია), ელენა იანკოვიჩი (სერბეთი), კაროლინ ვოზნიაცკი (დანია), დომინიკა ციბულკოვა (დლოვაკეთი) და სხვა ცნობილი ჩოგბურთელები ითამაშებენ.