ჩოგბურთი

16:38 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა

საფრანგეთის ღია პირველობის წყვილთა ტურნირის მე-2 წრეში ქართველი ანა ტატიშვილი და ბელარუსი ოლგა გოვორცოვა მე-3 განთესვის მქონე რუსულ-სლოვაკურ დუეტს (პეტროვა-სრებოტნიკი) დაუპირისპირდნენ და 5:7, 1:6 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ საწყის რაუნდში ტატიშვილმა და გოვორცოვამ ფრანგებს – ფორეც გაკონს და პავლოვიჩს 6:3, 6:4 სძლიეს, რისთვისაც 160 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

“როლან გაროსის” მე-2 წრეში ხვალ ჩაატარებს საკუთარ მატჩს კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა. მან და პოლონელმა ალისია როსოლსკამ უკრაინელ ბურიაჩოკს და ბრიტანელ უოტსონს 3:6, 6:4, 7:5 სძლიეს დ ახლა, მე-8 რეიტინგით მოასპარეზე ტაივანელ ჰსიეს და ჩინელ პენგს ეთამაშებიან.

თეგებიტატიშვილი
0.11962