ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) მორიგ რეიტინგში ცხრა ქართველი მოხვდა, რომელთაგან მნიშვნელოვანი ცვლილება არცერთს შეხებია. საქართველოს პირველ ჩოგნად ანა ტატიშვილი რჩება, რომელმაც 328 ქულით 175-ე ადგილს უწია. მას ექვსი პოზიციით ოქსანა კალაშნიკოვა ჩამორჩება.
175 (177). ანა ტატიშვილი – 328 ქულა; 181 (179). ოქსანა კალაშნიკოვა – 320; 210 (210). მაკა ჩახნაშვილი – 258; 342 (345). სოფო შაფათავა – 115; 457 (473). სოფო ქვაცაბაია – 67. 481 (479). თათია მიქაძე – 63; 543 (535). ეკატერინე გორგოძე – 50; 1024 (1023). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1115 (1111). ანა ჯიქია – 3;
კვლავაც უხეირო მდგომარეობა გვაქვს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში, სადაც ქართველთაგან საუკეთესო ნიკოლოზ ბასილაშვილს 563-ე ადგილი უკავია.
563 (570). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 48; 1024 (1038). ლადო ჩიხლაძე – 7; 1115 (1117). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1519 (1523). გიორგი ცივაძე – 1; 1605 (1609). გიორგი რევაზიშვილი – 1; 1605 (1609); სოზარ გოქაძე – 1; 1605 (1609). ნოდარ ითონიშვილი – 1;
მიმდინარე კვირაში ქართველი ჩოგბურთელები მხოლოდ ესპანეთის ქალაქ ვალდუხოს 10-ათასიან ტურნირში ჩაებნენ. გვანცა რობაქიძემ კვალიფიკაციის პირველ რაუნდში მასპინძელ აიდა მარტინეს სანხუანთან 2:6, 4:6 წააგო.
სოფო ქვაცაბაია ასპარეზობაში პირდაპირ ძირითადი ბადიდან ჩაებმება.







