ჩოგბურთი

14:21 | 10.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ორ ფრონტზე ყოჩაღობს

20 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა აშშ-ს ქალაქ მიდლენდში დაწყებული 100-ათასიანი ტურნირი ორმაგი გამარჯვებით გახსნა.
ერთეულთა გათამაშების პირველ შეხვედრში, ანამ “უაილდ ქარდით” მიწვეულ მასპინძელ კორტნი დოლეჰედეს, რომელიც ჩვენებურს რეიტინგში 299 ადგილით ჩამორჩება, იოლად 6:3, 6:4 სძლია.
მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ ო’ბრაიენსა და ამერიკელ გრენვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 
წყვილთა გათამაშების საწყის რაუნდში ტატიშვილისა და ამერიკელი ლილია ოსტერლოს მე-4 ნომრად განთესილმა დუეტმა ბრიტანულ ტანდემს (კეოტავონგი-უოტსონი) 6:3, 6:3 სძლია და მეოთხედფინალში გააღწია.
მომდევნო რაუნდში ტატიშვილისა და ოსტერლოს წყვილს დაპირისპირება ამერიკულ (ჰსუ-სანდარამი) და სერბულ-გერმანულ (მირჩიჩი-ვოერლე) დუეტებს შორის უმჯობესთან მოუწევს.
ესპანეთის ქალაქ მალიორკაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე საწყისი რაუნდის დაძლევა მოახერხა ეკატერინე გორგოძემ.
ქართველმა გოგონამ სამ სეტში მე-4 ნომრად განთესილ მასპინძელ ლარა არუაბარენა-ვესინოს 6:1, 3:6, 6:2 სძლია და მერვედფინალში მაროკოელ ფატიმა ელ ალამის შეერკინება.
მე-5 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაიამ კვალიფიკაციაგავლილ პოლონელ კატარჟინა კავასთან 3:6, 5:7 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160072