ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ნიუ ბრაუნფელსის 50-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში ამერიკელ სანაზ მარანდთან პირველ სეტში 1:5 მარცხდებოდა, მეორეში კი – 0:2-ს, თუმცა, ორივე შემთხვევაში მობილიზება მოახერხა და 7:5, 6:2 იმარჯვა.
მე-6 ნომრად განთესილი ტატიშვილი ნახევარფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ დანიელე
ცნობილია ისიც, რომ მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ ბულგარელი ელიცა კოსტოვა და ამერიკელი ნიკოლ გიბსი დადგებიან.
ისიც ვთქვათ, რომ ტატიშვილმა ნიუ ბრაუნფელსის ნახევარფინალში გასვლის წყალობით 32 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ფინალი 50 ქულას იძლევა, ჩემპიონი კი 70 ქულას მიიღებს.
ტეხასური ტურნირის წყვილთა გათამაშებაში პირველ ნომრად განთესილმა ტატიშვილმა და ამერიკელმა კოკო ვანდევეიგემ ნორვეგიელ ულრიკე ეიკერის და მექსიკელ მარსელა ზაკარიასს 6:1, 6:1 სძლიეს, ნახევარფინალში კი ამერიკელებს – გიბსს და ეშლი ვეინოლდს 6:3, 6:3 მოუგეს. ფინალში ანა და კოკო ასევე ამერიკელებს - ეიჟა მუჰამადს და ტეილორ თაუნსენდს (მე-2 განთესვა) გაეჯიბრებიან.
ანტალიის 10-ათასიანი ტურნირზე წარმატებულად ირჯება ეკატერინე გორგოძე. მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელი ჯილ ნორა ენგელმანი 6:4, 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გააღწია, სადაც მე-5 ნომრად მიჩნეულ რუმინელ რალუკა ელენა პლატონს ეთამაშება. მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ ბელგიელი მარი ბენია (1-ლი განთესვა) და რუმინელი პატრისია მარია ტიგი (მე-8) დადგებიან.
წყვილებში მე-2 რეიტინგის მქონე გორგოძემ და ავსტრიელმა პია კიონიგმა მე-4 განთესვით მოთამაშე სოფო ქვაცაბაიას და თურქ ესენ კოკჩეს 6:0, 6:2 მოუგეს და ფინალში რუმინელებს – დიანა ბუზეანს და პლატონს (1-ლი განთესვა) დაუპირისპირდებიან.
თურქეთშივე, სტამბულის 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრის ფინალში პირველ ნომრად განთესილ მასპინძლებთან (კაგლა ბუიუკაკჩაი-პემრა ოზგენი) 3:6, 2:6 დამარცხდნენ მე-2 რეიტინგის მქონე სოფო შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა.