ჩოგბურთი

23:33 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი მხოლოდ წყვილებს შემორჩა

 ანა ტატიშვილი კანადის კვებეკ სიტის ტურნირზე ასპარეზობას მხოლოდ წყვილთა თანრიგში გააგრძელებს. ერთეულთა ასპარეზობის პირველივე წრეში ტატიშვილი ჩეხ ლუსი შაფარჟოვასთან 3:6, 2:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, შაფარჟოვა ტურნირზე მესამე ნომრადაა განთესილი, კვებეკ სიტის შეჯიბრების საპრიზო თანხა კი 235 ათასი დოლარია. კვებეკ სიტიში 23 წლის ტატიშვილი ამერიკელ თანატოლს ირინა ფალკონის შეუწყვილდა. სასტარტო შეხვედრაში ქართულ-ამერიკულმა დუეტმა 34 წლის კოლუმბიელის კატალინა კასტანოსა და 31 წლის ხორვატი მირიანა ლუჩიჩ-ბარონის ტანდემს 7:6, 6:4 მოუგო.

0.127228