ჩოგბურთი

14:37 | 28.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი მსოფლიოს ყოფილ 52-ე ჩოგანს გაეჯიბრება

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა იტალიის ქალაქ გრადოს საერთაშორისო ტურნირზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. 25-ათასიან ტურნირზე მე-6 რეიტინგის მქონე ტატიშვილმა კარიერის პიკზე მყოფ მსოფლიოს 176-ე ჩოგან ჯულია კოენს შანსი არ დაუტოვა და 21 წლის ამერიკელი 6:1, 6:2 გაანადგურა.
მეოთხედფინალში 20 წლის ქართველი გოგონა (152-ე ადგილი რეიტინგში) გერმანელ იულია შრუფს ეთამაშება, რომელმაც ტურნირის პირველი ნომერი ავსტრიელი პატრისია მაირი (125-ე) მიულოდნელად იოლად 6:3, 6:0 დაამარცხა. 27 წლის შრუფი 2006 წლის აპრილში მსოფლიოს 52-ე ჩოგანი გახლდათ, ამჟამად კი 181-ე პოზიცია უკავია.
წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილმა ტატიშვილმა და ავსტრალიელმა მურმა ჩინურ დუეტთან (ჰანი-ლუ, მე-4) 3:6, 4:6 წააგეს, ამდენად, ანას სრულად ერთეულთა მატჩზე კონცენტრირება შეეძლება.
ქართველთა გარეშე გაგრძელდება თურქეთის ქალაქ იზმირში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირი. წყვილთა გათამაშების მეოთხედფინალში სოფო ქვაცაბაია და მანანა შაფაქიძე ავსტრიულ-ბრაზილიური ტანდემთან (ალვეში-პაშეკი) 1:6, 2:6 დამარცხდნენ. ცნობისთვის, ამ უკანასკნელთ პირველ რაუნდში ეკატერინე გორგოძესა და სოფო შაფათავას 6:1, 6:4 სძლიეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092484