ჩოგბურთი

19:31 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი მსოფლიოს 115-ე ჩოგანია

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ანა ტატიშვილმა 584 ქულით 112-დან 115-ე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, ცხადია საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსს ინარჩუნებს.

ტატიშვილის გარდა, კლასიფიკაციაში კიდევ 5 ქართველი ჩოგბურთელია: 277 (273). ოქსანა კალაშნიკოვა – 179; 278 (274). სოფო შაფათავა – 179; 434 (430). მაკა ჩახნაშვილი – 83; 510 (476). ეკატერინე გორგოძე – 62; 558 (551). სოფო ქვაცაბაია – 50;

შეგახსენებთ, რომ ტატიშვილს მორიგი ტურნირი ნიუ იორკის “ფლეშინგ მედოუზზე” ელის, სადაც 26 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე აშშ-ს ღია პირველობა შედგება.

წყვილთა ტურნირში ქართველ გოგონათაგან საუკეთესო შედეგი კალაშნიკოვას გააჩნია, რომელიც 1675 ქულით 52-ე პოზიციაზეა, ტატიშვილს კი 850 ქულით 104-ე საფეხური უკავია. ამჟამად, ოქსანა ნიუ ჰეივენში იმყოფება და 690-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებაში პოლონელ ალისია როსოლსკასთან ერთად ჩაებმება.

კალაშნიკოვა და როსოლსკა პირველ წრეში მე-3 განთესვის მქონე ინდურ-ჩინურ დუეტს (სანია მირზა-ჟი ჟენგი) გაეჯიბრებიან და გამარჯვების შემთხვევაში 120 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გახლავთ სოფო შაფათავა, რომელსაც მე-4 განთესვა ერგო და საწყის რაუნდში მასპინძელ ალექსანდრა არტამონოვას ეთამაშება. წყვილებში შაფათავა და რუსი იულია კალაბინა მე-4 ნომრად მიჩნეულ რუსულ დუეტს (ლაზარევა-მონოვა) დაუპირისპირდებიან.

0.108145