ჩოგბურთი

22:01 | 21.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი მექსიკურ თიხნარზე

მექსიკის ქალაქ აკაპულკოში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირ Abierto Mexicano Telcel-ზე, რომლის საპრიზო ფონდიც 220 ათასი დოლარია, წარმატებული სტარტი აიღო ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა.
თიხნარის კორტებზე მიმდინარე ტურნირის კვალიფიკაციის პირველ წრეში ტატიშვილმა ლუქსემბურგელი მენდი მინელა 6:0, 6:4 დაამარცხა, მეორე რაუნდში კი გაცილებით რთული ბრძოლა ელის.
მსოფლიოს რეიტინგში 174-ე ადგილზე მყოფი ქართველის მეტოქე პირველ ნომრად განთესილი ჩეხი ჩოგბურთელი ლუსი ჰრადეცკა, რომელიც კლასიფიკაციაში 65-ე პოზიციაზეა. ჰრადეცკმა პირველ შეხვედრაში ბელორუს ანა ორლიკს 7:5, 6:7 (8:10), 6:0 სძლია.
აკაპულკოს ტურნირის ძირითად ბადეში გასვლისთვის ტატიშვილი 16 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ცნობისთვის, მექსიკურ ტურნირზე პირველ ნომრად ამერიკელი ვენუს უილიამსია განთესილი.
გერმანიის ქალაქ ბიბერახში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე სცდიან ძალებს საქართველოს პირველი ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა და მაკა ჩახნაშვილი, რომლებიც ძირითად ბადეში არიან დაშვებულნი. ამავე ტურნირის კვალიფიკაციაში სოფო შაფათავა ბერძენ ეირინი გეორგატუსთან 2:6, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16635