ჩოგბურთი

12:12 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი კვებეკში ითამაშებს

 

ანა ტატიშვილი კანადაშია, სადაც 9 სექტემბრიდან კვებეკ სიტიში WTA Challenge Bell-ის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ანას პირველი მეტოქე ჩეხეთის წარმომადგენელი ლუსი შაფარჟოვა იქნება. ეს შეხვედრა ხვალ ჩატარდება.

მსოფლიოს რეიტინგსიის 41-ე ნომერი შაფარჟოვა კვებეკის შეჯიბრებაზე მესამე ნომრადაა განთესილი. თუკი ტატიშვილმა (ანა სადღეისოდ კლასიფიკაციაში 115-ეა) პირველი ბარიერი დაძლია, მეორე წრეში ხორვატ მირიანა ლუჩიჩ-ბარონისა და კანადელი შერონ ფიშმანის მატჩში მოგებულს შეხვდება.

კვებეკში პირველ ნომრად ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსია განთესილი.

0.129294