ჩოგბურთი

19:19 | 14.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ფინალშია, ქვაცაბაია უკვე ჩემპიონია

20 წლის ქართველ ჩოგბურთელ ანა ტატიშვილს წლის პირველი მნიშვნელოვანი ტიტულის მოგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ტატიშვილმა და ამერიკელმა ლილია ოსტერლომ აშშ-ს ქალაქ მიდლენდში მიმდინარე 100-ათასიანი ტურნირის ფინალში გააღწიეს, სადაც პირველი რეიტინგის მქონე ამერიკულ-ჩეხურ დუეტს (გრენვილი-ჰრადეცკა) ეთამაშებიან.
მე-3 ნომრად მიჩნეულმა ტატიშვილმა და ოსტერლომ სამი ეტაპი სეტისაწუგებლად განვლეს, ყველაზე მეტად კი ნახევარფინალში მე-2 რეიტინგის მქონე ბერძენ დანილიდუსთანა და გერმანელ ვოერთან გაუჭირდათ, რომელთაც 6:3, 7:6 (7:3) სძლიეს.
აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში, ტატიშვილს რევანშის აღების შანსი მიეცემა. ერთეულთა ტურნირის მერვედფინალში ქართველის შეჩერება ლორა გრენვილმა მოახერხა, რომელიც წყვილთა ფინალშიც ანას პირისპირ დადგება.
ესპანეთის ქალაქ მალიორკას 10-ათასიანი ტურნირის მოგება შეძლო სოფო ქვაცაბაიასა და რუსი ავგუსტა ციბიშევას წყვილმა. ქართულ-რუსულმა დუეტმა ფინალში იტალიელი დავატოსა და ესპანელი ფერერ-სუარესის ტანდემს 7:6 (8:6), 6:4 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160737