ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ლას ვეგასის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ასპარეზობა ნახევარფინალში დაასრულა. ტატიშვილმა მე-6 ნომრად განთესილ ამერიკელ კოკო ვანდევეიგესთან 1:6, 3:6 წააგო და 32 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.
ამასობაში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში სტარტი აიღო პრემიერ-კატეგორიის ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 5 185 625 დოლარია. წყვილთა ტურნირში ოქსანა კალაშნიკოვა სლოვაკ ჟანეტ ჰუსაროვასთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ რაუნდში რუსულ-ესპანურ დუეტს (დუშევინა-პარა სანტოია) გაეჯიბრება.