ჩოგბურთი

20:58 | 8.01.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ტატიშვილი და შაფათავა ძალებს “აუსტრალიან ოუფენის” კვალიფიკაციაში სცდიან

ხვალ დილით მელბურნში სტარტს აიღებს ავსტრალიის ღია პირველობა, რომლის საკვალიფიკაციო ტურნირშიც 2 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. 2014 წლის პირველ სლემტურნირში ანა ტატიშვილი და სოფო შაფათავა ჩაებმებიან.

საქართველოს პირველი ჩოგანი ტატიშვილი კვალიფიკაციაში მე-12 ნომრად გახლავთ განთესილი და საწყის რაუნდში კანადელ ალეკსანდრა ვოზნიაკს ეთამაშება. ცნობისთვის, ანას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 126-ე ადგილი უკავია, ხოლო ალეკსანდრა 283-ეა, თუმცა კი, 2009 წლის ივნისში კანადელი მსოფლიოს 21-ე ჩოგანი გახლდათ.

ქართველს და კანადელს კარიერის განმავლობაში სამჯერ უთამაშიათ და მინიმალური უპირატესობა ტატიშვილის მხარესაა. ისიც საინტერესოა, რომ სამიდან ორ შემთხვევაში, მატჩი ერთ-ერთი მოთამაშის ტრავმის გამო ვერ ჩამთავრდა.

2011 წელს ალბუკერკში (აშშ) კანადელი 3:6, 6:1, 1:5-ს აგებდა, როდესაც თამაში შეწყვიტა, ხოლო იმავე წელს ლინცში (ავსტრია) უკვე ანა დაშავდა, როდესაც ანგარიში 5:7, 1:2 გახლდათ. ერთადერთი “სრულფასოვანი” შეხვედრა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 2012 წელს ჩატარდა, რომელიც ტატიშვილმა 5:7, 7:6 (7:4), 6:4 მოიგო.

მოკლედ, ქართველ ჩოგბურთელს არცთუ იოლი მატჩი ელის (თამაში მე-9 კორტზე 9 იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება), რომლის მოგების შემთხვევაშიც 20 სარეიტინგო ქულას მიიღებს, მომდევნო რაუნდში კი ჰოლანდიელ არანჩა რუსს და რუს ეკატერინა ბიჩკოვას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ძირითად ბადეში გასასვლელად 3 ეტაპის დაძლევაა საჭირო. იმასაც დავძენთ, რომ შარშან ტატიშვილმა ასპარეზობა პირდაპირ ძირითადი ბადიდან დაიწყო და საწყის წრეში იაპონელ აიუმი მორიტასთან 3:6, 3:6 წააგო, ამდენად მელბურნში დასაცავი მხოლოდ 5 ქულა აქვს.

შეიძლება ითქვას, რომ წილისყრის შედეგად გაუმართლა შაფათავას, რომელიც განთესილი არ ყოფილა, თუმცა, საკვალიფიკაციო ბადის პირველ რაუნდში მეტოქედ ნაკლებადცნობილი იაპონელი ერი ჰოზუმი ერგო. ეს უკანასკნელი რეიტინგში 203-ეა, ხოლო სოფოს 214-ე ადგილი უკავია.

შაფათავას და ჰოზუმის WTA-ს ეგიდით არასოდეს უთამაშიათ. თუკი შაფათავამ საწყისი ბარიერი დასძლია, მომდევნო წრეში მე-6 რეიტინგის მქონე უკრაინელი მარინა ზანევსკას და ჩერნოგორიელი დანკა კოვინიჩის წყვილში გამარჯვებულს დაელოდება. ისიც ვთქვათ, რომ სოფოს და ერის მატჩი მე-14 კორტზე მე-4 წყებაში, დაახლოებით 07:30 საათისთვის აიღებს სტარტს.


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:23 | 14.03.2015
rigeli (1147)

დზალიან მეწყინება ტუ ასეტი შედეგი დაუდგება ზესტას, მაშინ კოკაია ყვე----ბიტ უნდა დაკიდონ ფეროს ტრუბაზე.

11:44 | 14.03.2015
lelo-glt (167)

ის რაც ზესტაფონში ხდება ყველაფერი კოკაიას დამსახურებაა. გამოფხიზლდით ხალხნო ვერ ხედავთ რომ გაბოლებთ ეს არაკაცი, ეგ თავისი ჯიბის ფულით გაფინანსებთ გგონიათ, წავიდეს სადაც უნდა ფეროს ფულების მჭამელი. იწუწუნებს ეხლა და მერე გამოჩნდება ფული და ისევ დაიწყებს გუნდი თამაშს და ყოველი სეზონის დაწყების წინ იგივე გამეორდება. არ დაიღალეთ ამის ტყუილებით!?

15:26 | 14.03.2015
samartali+ (969)

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ფეროდან ზესტა არ ფინანსდება, იქ კოკაიას წილი არ აქვს. წილი აქვს ფიფიას ფეროში და ფინანსდება დინამო.

21:18 | 13.03.2015
samartali+ (969)

აზროვნების უნარი ვისაც აქვს და წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლია, ყველა მიხვდება რომ გამგეობა ვერ ასრულებს ჯერჯერობით თავის სიტყვას

21:24 | 13.03.2015
fc.chikhura (534)

მასე არარის ყველაფერს თავის წესები აქვს იურიდიულათ.თუ კანონის გარეშე ჩაურიცხავენ სისხლის სამართლის დამნაშავები გამოვლიან.

21:12 | 13.03.2015
fc.chikhura (534)

კოკაიამ თქვა და ასრულებს თავის სიტყვას.ჩემს მიერ გადახდილი ფულით მოწინაამღდეგე გუნდს აფინანსებენო.რატომ უნდა გადავყარო ამდენი ფულიო და მართალიც არის ჩემი აზრით

21:09 | 13.03.2015
giojuve-10 (3743)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

21:08 | 13.03.2015
giojuve-10 (3743)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

21:07 | 13.03.2015
giojuve-10 (3743)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

20:37 | 13.03.2015
irakli75 (1252)

ნამდვილად საწყენია ზესტაფონისბამბავი.ვამბობდი და კიდევაც დაამტკიცა კოკაიამ რა არაკაციც ყოფილა.

21:17 | 13.03.2015
samartali+ (969)

ზოგიერთს ვითომ წყენს და თან შანსს არ უშვებს უკბინოს კოკაიას ერთ ადგილზე. ყველამ იცის რომ ეს გუნდი კოკაიას მეშვეობით არსებობდა და არსებოს. ზოგიერთი უნამოსუ არაკაცი ბოღმისგან ენას მაინც ვერ აჩერებს

20:23 | 13.03.2015
stoikovich (5984)

ძალიან მეწყინა აშკარად ალამაზებდა ჩემპიონატს ზესტაფონი...

20:12 | 13.03.2015
მადრიდისტა (17021)

რუსტავის მეტალურგი საერთოდ უპატრონოდაა არც არ აფინანსებს და არც არავინ....ზესტაფონის ამბავი კი ძალიან მეწყინა......


20:10 | 13.03.2015
Torres9 (12692)

ვეღარ გავიგე რა ხდება ყველა წუწუნებს და ბოლოს ანტალიაში გარბიან შეკრებებზე

20:00 | 13.03.2015
რაჭა (10043)

აღარ დასრულდა ამ კლუბის გასაჭირი........

19:58 | 13.03.2015
კოლხი! (224)

რა გახდა ამ 200 000ის ჩარიცხვა, მეტალურგი და ზესტაფონი ნამდვილად არ უნდა იყოს დაშლის პირას...

20:02 | 13.03.2015
რაჭა (10043)

მეტალურგს გასაგებია, მეტალურგიულ ქარხანას რომელიც კლუბის ძირითადი დამფინასებელია სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064448
სარეკლამო ადგილი - 99
X x X