ჩოგბურთი

15:03 | 9.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ბირმინგემში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ბირმინგემში იმყოფება და მომავალი კვირიდან Aegon Classic-ში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 235 ათასი დოლარია. აღნიშნულით, ანა ბალახის სეზონს გახსნის და “უიმბლდონისთვის” მზადებას დაიწყებს.

წილისყრის შედეგებით, საქართველოს პირველი ჩოგანი იტალიელ ფრანჩესკა სკიავონეს ეთამაშება, რომელიც ბრიტანულ ტურნირზე მე-15 ნომრადაა განთესილი.

თუკი ტატიშვილი აპენინელს აჯობებს, მომდევნო წრეში უნგრელ ტიმეა ბაბოშსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეერკინება.

ცნობისთვის, ანა Aegon Classic-ზე შარშანაც თამაშობდა, თუმცა, პირველივე წრეში უნგრელ მელინდა ჩინკთან 6:7 (5:7), 6:3, 3:6 დამარცხდა, ამდენად ინგლისში ქულები დასაცავი არ აქვს, სკაივონესთან გამარჯვების შემთხვევაში კი აქტივს 15 ქულას შემატებს.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ სადღეისო რეიტინგში ტატიშვილს 847 ქულა გააჩნია და 74-ე ადგილზე იმყოფება. 

თეგებიტატიშვილი
0.125468