ჩოგბურთი

10:20 | 20.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ბერტენსთან დამარცხდა

 ანა ტატიშვილისთვის ფლორიდის შტატის მაიამის WTA Sony Open Tennis ტურნირი პირველსავე წრეში დასრულდა. რეიტინგსიის მესამოცე საფეხურზე მდგომმა ქართველმა პირველი სეტი 0:6 წააგო კლასიფიკაციის 42-ე ნომერ ჰოლანდიელ კიკი ბერტენსთან, მეორე პარტიას 0:1-ს აგებდა, როდესაც მატჩის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

შეხვედრა მხოლოდ 32 წუთს გაგრძელდა. ბერტენსმა 4 ბრეიკი შეასრულა და მეორე წრეში რეიტინგის მეხუთე ნომერ ჩინელ ნა ლის შეხვდება.

წაგების შედეგად ტატიშვილმა 50 სარეიტინგო ქულა დაკარგა.

თეგებიტატიშვილი
0.118145