ბაქოს საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშების ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილი ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკის დუეტი ჩეხი დების პლისკოვების ტანდემს გაეჯიბრება, რომელსაც მე-4 რეიტინგი გააჩნია.
შესაძლებელი გახლდათ, ნახევარფინალში ქართული დაპირისპირებაც გვეხილა, თუმცა, მეოთხედფინალში ჩეხებმა ქართველ ანა ტატიშვილს და სერბ ვესნა დოლონცს დაძაბულ ბრძოლაში 6:3, 3:6, 10:7 სძლიეს.
უკვე ცნობილია წყვილთა ტურნირის ერთი ფინალისტის ვინაობა. ეს ბერძენი ელენი დანილიდუს და სერბი ალეკსანდრა კრუნიჩის დუეტია, რომელმაც გზიდან მე-3 ნომრად განთესილი ავსტრიულ-სლოვენიური ტანდემი (კლემენშიცი-კლეპაჩი) ჩამოიცილა.
ცნობისთვის, “ბაქოს” თასის ნახევარფინალში გასვლის წყალობით, კალაშნიკოვამ და ბურიაჩოკმა 130 სარეიტინგო ქულა მიიღეს, ფინალისტობისთვის 200 ქულაა გათვალისწინებული, ჩემპიონები კი 280 ქულას მიიღებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ ოქსანას
) იმედია ეს უფრო სერიოზული წარმატებების დასაწყისი იქნება
ისე თამაშს რო ვუყურე, რაღაც ოქსანას ჩაწოდება არ მომეწონა, ზოგადად ესეთი სუსტი ჩაწოდება აქვს?
ტატიშვულზე ვებრად უფრო გააზრებულად და კარგად აწვდის მარა სუსტად
მეც ეგრე მომეჩვენა,სუსტად აწვდიდა.პირველად ვუყურე ოქსანას თამაშს,.. ისე ფიზიკურადაც სუსტი ჩანს
kakalasha
მერე რა რომ წყვილებია. ამას მარტო სერიოზულად მგონი წყვილებში შეუძლია
მაგრა გამისწორდა კალაშნიკოვას გამარჯვება
იმედია შემდეგშიც გაგვახარებს
)
ეგრეეეეეე რა!!!!!!!!!
პირველიი ქართული WTA-ს ტიტული!!!!!!!!!!!!!!
მოიგოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო საღოლ 250000 ტურნირი!!!იმენა წყვილებში გიჯია რა!!!!!!!!!!!!!!!!!
ამ სტატიასთან რა შუაშია მაგრამ რა მაგარი იყო მონფილსი-ფონინი!
მესამე სეტმა დაგლიჯა
)
ფინალი ცენტ. კორტზე იქნება ალბათ და ლაივი თუ იქნება?
ცენტრ. კორტზე იყო ანას თამაში წყვილებში მარა არ იყო სიგნალი... იმედია ფინალს მაინც ვუყურებ 
ვულოცავ კალაშნიკოვას გამარჯვებას და ტურნირის მოგებას ვუსურვებ :**
მოუგეს პლიშკოვებს და წესით ტურნიირიც უნდა მოიგონ
ჯერ სეტი არ წაუგიათ, კარგია... ოქსანა ტურნირის მოგების სემთხვევაში 140 ქულას მიიღეს, შარშან ასტანაში მოპოვებული 140 ქულა გამოაკლრება 280ს
amigo23
როცა სტატია წავიკითხე ტატიშვილი და ბურიაჩოკი ეწერა
გასაგებია
)
თუ ანა წყვილებში 1/4 ფინალში წააგო 130 ქულა, როგორღა მოიპოვა? შეასწორეთ რა
სად წერია მერე ტატიშვილმა მიიღო 130 ქულაო? მანდ წერია კალაშნიკოვამ მიიღო 130 ქულაო
)