ჩოგბურთი

14:23 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ასეულს უახლოვდება

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ანა ტატიშვილმა მორიგი წინსვლა განიცადა და 421 ქულით 158-ედან 147-ე ადგილზე აღზევდა. ქართველ ჩოგბურთელს მომავალ კვირაში ფლორენსის ტურნირის მოგებისთვის კუთვნილი 50 ქულაც დაემატება და მოწინავე ასეულს კიდევ უფრო მიუახლოვდება.

ამჟამად, ანა ნიუ ბრაუნფელსში იმყოფება და 50-ათასიან ტურნირში სავარაუდოდ მე-6 განთესვით ჩაებმება. ასევე 50-ათასიანი ტურნირი იმართება ნანტში, სადაც მაკა ჩახნაშვილი სცდის ძალებს. საკვალიფიკაციო ბადეში მე-5 ნომრად განთესილმა ქართველმა საწყის რაუნდში ფრანგი ფანი კარამარო 6:2, 6:3 დაამარცხა, შემდეგ კი უკრაინელ ალიონა ფომინას 6:4, 6:3 მოუგო.

გადამწყვეტ რალოვდებაუნდში მაკას მეტოქე კიდევ ერთი ფრანგი ფიონა ფერო იქნება. წყვილთა ტურნირის ძირითად ბადეში ჩახნაშვილი და რუსი ნატალია ორლოვა ამერიკელ ნიკოლ მელიჩარს და სერბ ტეოდორა მირჩიჩს ეთამაშებიან.

იაპონური ტურნირების სერიის შემდეგ ევროპას დაუბრუნდა სოფო შაფათავა. ქართველი ჩოგბურთელი სტამბულის 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გახლავთ დაშვებული და პირველ მატჩში იტალიელ კორინა დენტონის გაეჯიბრება. წყვილებში შაფათავას და უკრაინელ ანასტასია ვასილიევას მე-2 განთესვა გააჩნიათ და ძალებს გერმანულ-რუსულ დუეტთან (ჯასტინ ოზგა-მარინა შამაიკო) მოსინჯავენ.

დასასრულ, ისევ WTA-ს რეიტინგს დავუბრუნდებით და ქართველ ჩოგბურთელთა მდგომარეობას გაგაცნობთ: 158 (147). ანა ტატიშვილი – 421 ქულა; 233 (229). სოფო შაფათავა – 252; 276 (278). ოქსანა კალაშნიკოვა – 182; 482 (482). მაკა ჩახნაშვილი – 71; 572 (560). ეკატერინე გორგოძე – 53; 723 (724). სოფო ქვაცაბაია – 28; 1191 (1195). თამარ ჭალაგანიძე – 3; 1202 (1206). მარიამ ბოლქვაძე – 3;

0.12251