ჩოგბურთი

15:00 | 29.10.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ტატიშვილი ამერიკელებით იწყებს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი აშშ-ში რჩება და ხვალიდან ნიუ ბრაუნფელსის ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია.

წილისყრის შედეგად, მე-6 ნომრად განთესილ ქართველ ჩოგბურთელს პირველ წრეში მეტოქედ ამერიკელი ჟაკლინ ჩაკო ერგო, რომელიც ტურნირზე “უაილდ ქარდით” გახლავთ მიწვეული.

მოსალოდნელია, რომ ტატიშვილს საწყისი ბარიერის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს და დიდი სირთულეები არც მერვედფინალში ელის, სადაც ასევე “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძლების – როსალა ალდას და ჯულია ელბაბას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ანასთვის პირველი სერიოზული მეტოქე მე-3 ნომრად მიჩნეული ამერიკელი კოკო ვანდევეიგე უნდა იყოს, რომელსაც საწყის წრეებში ასევე ნაკლებადცნობილი მოწინააღმდეგეები ჰყავს და მეოთხედფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს.

ცნობისთვის, წყვილთა ტურნირში ტატიშვილი და ვანდევეიგე ერთად ითამაშებენ და თანაც, მათ პირველი განთესვა აქვთ მინიჭებული. საწყის რაუნდში ანა და კოკო ამერიკელებს – ტამიჯეან ფუმაგალის და ვიქტორია იუს გაეჯიბრებიან.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:47 | 01.11.2014
ALBIONELI (747)

მერაბა და ვაწა ნაკრებში

13:41 | 31.10.2014
chamilo (33560)

კარგია რაც უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელი აიწყობს უცხოეთში კარიერას მით უკეთესი

13:12 | 31.10.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

11:30 | 31.10.2014
დიტო (14812)

ეს რა პოზიციაზე თამაშობს ზუსტად მითხარით.

11:29 | 31.10.2014
დიტო (14812)

საღოლ მერებ იმედია ქეცბა გამოგიძახებს პოლონელებთან.

09:25 | 31.10.2014
dattt (561)

ალბათ თავის ადგილზე, თვითონ რომ მოსწონს დააყენეს და ათამაშდა

03:43 | 31.10.2014
iakudza (509)

ვაა საგოლ მერაბ მაგარი ყოფილხარ არ ვუჯერებდი აქ ზოგიერთებს. არადა დინამოში ოცი ეპიზოდი დავთვალე კაცი ვერ მოატყუე ერთ თამაში არ ვაჭარბებ მართლა ))) მოგიხდა ახალი გარემო წარმატებები....

11:14 | 31.10.2014
hamilton (1371)

ძალიან მაგარია მერება თუ თAვის პოზიციაზე თამაშობს.. აბა უჰრინს ხან საყრდენად ეყენა ხოლმე და მანდ ვერ მოთხოვდი ვერაფერს ))

0.062723