როგორც უკვე ვიუწყებოდით, უიმბლდონის პირველ რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ხორვატ
მარტიჩი შარშან კლასიფიკაციაში 42-ე ადგილზეც კი აღზევდა, თუმცა, მას შემდეგ სოლიდური უკუსვლა განიცადა და კარგა ხანია, ხელშესახები წარმატებისთვის არ მიუღწევია. ტატიშვილს და მარტიჩს WTA-ს ეგიდით ერთადერთი მატჩი აქვთ ჩატარებული. გასულ წლის სექტემბერში კვებეკის ტურნირის (საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარი) მერვედფინალში ანამ პეტრას იოლად – 6:2, 6:3 სძლია.
პირველ წრეში წარმატების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მე-13 ნომრად განთესილ რუს ნადია პეტროვასა და ჩეხ კაროლინა პლისკოვას მატჩში გამარჯვებული იქნება. აქვე მოგახსენებთ, რომ ერთეულთა ბადის მე-2 რაუნდში გასვლისთვის 100 სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული, ხოლო თუკი ტატიშვილმა შემდეგ შეხვედრაშიც იმარჯვა, უკვე 160 ქულას მიიღებს.
შარშანდელ უიმბლდონზე ტატიშვილმა საწყის მატჩში ტაილანდელი ტამარინე ტანასუგარნი 6:4, 6:2 დაამარცხა, შემდეგ კი მომავალ მერვედფინალისტ კამილა ჯიორჯისთან (იტალია) 3:6, 1:6 დამარცხდა. მოკლედ, ანას 100 სარეიტინგო ქულა დასაცავი აქვს.
თუკი უიმბლდონის ერთეულთა ბადეში ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა, საქართველოს 2 წარმომადგენელი ეყოლება წყვილებში. ტატიშვილის გარდა, ეს პატივი ოქსანა კალაშნიკოვასაც ერგო.
ანა რუმინელ სიმონა ჰალეპთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის შეხვედრაში ფრანგ სტეფანი ფორეც გაკონსა და ჩეხ ევა ჰრდინოვას გაეჯიბრება.
თავის მხრივ სლოვაკ იანა ჩეპელოვასთან ერთად ითამაშებს კალაშნიკოვა. ქართულ-სლოვაკური წყვილი ძალებს ამერიკულ-გერმანულ დუეტთან (ირინა ფალკონი-ტატიანა მარიას) მოსინჯავს.
უიმბლდონის ძირითადი ბადის მატჩები სტარტს 24 ივნისს აიღებს.