საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის აბუ დაბის დიდი პრიზის მეორე დღე დილის პროგრამით დასრულდა. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გამოვლინდნენ. ქართულ გუნდს კი, მონაწილე მხოლოდ 73-ში ჰყავდა და ისიც საწყის ეტაპზევე დამარცხდა – ნუგზარ ტატალაშვილმა პირველ წრეში ავსტრიელი პეტერ შარინგერის ჩამოცილება კი მოახერხა, მაგრამ მერე გერმანელ კრისტოფერ ფიოლკთან ვეღარას გახდა.
დარჩენილ სამ წონაში - 90, 100 და +100 კილოგრამებში მოჭიდავეები ტატამზე ხვალ გავლენ. საქართველოს სახელით კი, საქმეში ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100 კგ) ჩაერთვებიან.
ოთარ მაღლაკელიძე







