ძიუდო

12:29 | 5.07.2014 | ნანახია 5463 - ჯერ

ტატალაშვილი ოქროს შეუტევს, სტამი - ბრინჯაოს

 

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველ ძიუდოისტს ნუგზარ ტატალაშვილს ულან ბატორის გრან პრის ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ესტერ სტამი (70 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებს.

მონღოლურ ტატამზე დღეს მედლების ოთხი კომპლექტი უნდა გათამაშდეს. საქართველოს დროშის ქვეშ სულ სამმა ძიუდოისტმა იჭიდავა და ორი მათგანი საღამოს ბლოკშიც მოირგებს კიმონოს. ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) კი ტურნირს წინასწარი ეტაპიდანვე გამოეთიშა, მერვედფინალში სამხრეთკორეელ ვონ გი იანგთან სუფთად წაგებით.

იანგზე თანაგუნდელის ჯავრი ნუგზარ ტატალაშვილმა ნახევარფინალში იყარა – მეტოქეს ოთხ წუთში ყველა შეფასების ილეთი შეუსრულა. ამ შეხვედრამდე ტატალაშვილმა თურქი ჰასან ვანლიოღლუ იპონით ჩამოიშორა, ხოლო ჩრდილოკორეელ ჰიონ ჰონგ კუკს შიდოებით აჯობა (3:1).

ფინალში ქართველი ძიუდოისტი გრან პრიზე პირველ ნომრად განთესილ მონღოლს, მსოფლიოს ჩემპიონსა (2009 წელს, 66 კილოგრამში) და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ (2004 წელს, 60 კილოგრამში) ცაგაანბაატარ ჰაშბაატარს დაეჭიდება.

ესტერ სტამმა ტურნირი იაპონელი რუი ტაკაჰაშის ძლევით გახსნა - საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა მეოთხედფინალის საგზური ვაზარით მოიპოვა. იქ კი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ კანადელ კელიტა ზუპანჩიჩთან თანაბარ ბრძოლაში იუკოთი დამარცხდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო.

ბრინჯაოს ნახევარფინალში სტამმა ბრაზილიელი ნადია მერლი წუთნახევარში შებოჭა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უზბეკ გულნოზა მატნიაზოვას დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 13 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, გრან პრის ჩემპიონობა 300 სარეიტინგო ქულად ფასობს, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები კი 180 და 120 ქულას გამოიმუშავებენ.


კომენტარები (24)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:20 | 05.07.2014
Paata Chania (1086)

ისე რუსები ცუდად გამოდიან არ მოველოდი ასე ცუდად თუ გამოვიდოდნენ

16:17 | 05.07.2014
Paata Chania (1086)

ყოჩაღ ტატალაშვილს ვულოცავ ამ წარმატებას. სტამმ ორი ტურნირი იჭიდავა ევროპის თასი მოიგო დ აულანბატონის მედალოსანი გახდა კარგია იმედია სტაბილური იქნება. ისე ამ ტურნირზე ქულების განაწილება იცით ?

14:29 | 05.07.2014
Cristiano Ronaldo (4995)

საღო ტატალ გილოცავ DDDDDDDDDDDDD

14:23 | 05.07.2014
ukleba (17336)

ტიუმენშIსაერთოდ არ მივდივართ საჭიდაოდ. არცაა საჩირო. იმედია რო ტატალა მსოფლიოზეც იტყვის თავის ისტყვას. უბრალოდ ვნახოთ რა ბადე შეხვდება

14:40 | 05.07.2014
MEGRELI777 (707)

როგორ არაა საჭირო. თუ მოიგებს იმ ტურნირს შევა რვიანში მოხვდება განთესილ 8 სპორცმენს შორის

15:16 | 05.07.2014
neeskensi (2433)

წელს არ ტარდება მასტერსი,მსოფლიოზე განთესვისთვის კარგია 8 საუკეთესოში ყოფნა,მაგრამ არც ეგაა კარგი ბადის გარანტია...

14:46 | 05.07.2014
bernabeu07 (1086)

არ არის საჭირო დამიჯერე

15:20 | 05.07.2014
gia610 (369)

ამ გამარჯვები 11 ზე აინაცვლებს და ალბათ მოხვდება განთესილებში ყველა ხო არ წავა ჩემი აზრით სამი კაცი მაინც არ წავა მსოფლიოზე და აინაცვლებს განთესილებში

14:17 | 05.07.2014
MEGRELI777 (707)

ყოჩაღ ტატალ მგელი ხარ. ალბათ უნდა წაიყვანონ ტიუმენის ტურნირზე რო მსოფლიოსთვის ქულები დააგროვოს და საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის მოხვდეს

14:23 | 05.07.2014
ალექსანდრე (6188)

ტიუმენში არ მიდიან როგორც ვიცი.

14:17 | 05.07.2014
gudu1985 (523)

კაია,მარა უკეთაც შეეძლო ეჭიდავა

14:25 | 05.07.2014
ალექსანდრე (6188)

ძლიერ მეტოქე ყავდა

14:16 | 05.07.2014
bubu31 (53)

ყოჩაღ ტატალ! ბევრად სტაბილურია ტატალა, ლიდერია. ზებედამ უკლო. შავი იმედია მომჯობინდება და კაუწევს კონკურენციას ტატალას

14:15 | 05.07.2014
besik (497)

გილოცავთ!!!! ტატალაშვილმა მოიგო!!!

14:14 | 05.07.2014
ukleba (17336)

მოიგო ტატალაამ როგორციქნა ოქროო

14:14 | 05.07.2014
neeskensi (2433)

ჯიგარი ხარ ტატალ!...გაინაღდა მსოფლიო....

14:14 | 05.07.2014
mst (1810)

ტატალ მგელი ხარ მგელიიიიიიიიიიი

13:46 | 05.07.2014
jony-jony (469)

სად შეიძლება ყურება ულანბატორის ტურნირის ვინმემ იცით?

13:48 | 05.07.2014
mebo-coted'ivoire (954)

stripslashes((strlen('http://212.227.28.227/live/index.php?channel=com')>0?'http://212.227.28.227/live/index.php?channel=com':'http://212.227.28.227/live/index.php?channel=com'))

13:41 | 05.07.2014
ukleba (17336)

stripslashes((strlen('http://www.eju.net/calendar/?mode=showLiveTransmission&id=1889')>0?'http://www.eju.net/calendar/?mode=showLiveTransmission&id=1889':'http://www.eju.net/calendar/?mode=showLiveTransmission&id=1889'))
ამ ლინკზე ევროპის ჩემპიონატს შეგიძლიათ უყუროთ. კარგად ჭიდაობენ ბიჭები

13:38 | 05.07.2014
ukleba (17336)

ეთერას როგორ გადაეხვია უზნა. ეთერას უფრო მეტადვგულშემატკივრობ ვიდრე გაუცხოელებულ ქართველებს ყველას ერთად აღებულს

13:36 | 05.07.2014
baqo22 (2624)

მოიგო ჩვენმა ეთერ სტამაძემ

13:36 | 05.07.2014
Cristiano Ronaldo (4995)

ეხლა ნუგზარის დროც მოვიდა

13:36 | 05.07.2014
besik (497)

ესტერ მაგარი ხარ. გენაცვალე!!!

13:35 | 05.07.2014
Cristiano Ronaldo (4995)

გილოცავთ DDDDDDDDDDDDDD

13:35 | 05.07.2014
MEGRELI777 (707)

ყოჩაღ სტამს .

13:35 | 05.07.2014
mst (1810)

შენ გენაცვალე ეთერრრრრრრრრრრრრ

13:34 | 05.07.2014
mebo-coted'ivoire (954)

კარგი იპონი იყო ყოჩაღ!

13:33 | 05.07.2014
ukleba (17336)

სტააამ ამ საღამოოს რას აკეთეეებ FD: D: D:

13:35 | 05.07.2014
mebo-coted'ivoire (954)

13:32 | 05.07.2014
mebo-coted'ivoire (954)

სტამი გამოდის, მიდი ეთერ

12:36 | 05.07.2014
Cristiano Ronaldo (4995)

მიდი ტატალ ღმერთი შენსკენნნნნ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069102
სარეკლამო ადგილი - 99
X x X