73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.
ნახევარფინალში ტატალაშვილმა ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს ოქროს დროში შესრულებული ვაზარით მოუგო. ფინალში კი სლოვენიელ როკ დრაკშიჩს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის ზებედა რეხვიაშვილი იჭიდავებს. იგი რეპეშაჟის ფინალში სწორედ დირკ ვან ტიჩელტს შეხვდება.







