ფეხბურთი

18:59 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატა მარტინოს რჩეული ხუთეული

 

“ბარსელონა” ცენტრალური მცველის ძებნას განაგრძობს. Daily Mail-ის ცნობით, კატალონიელთა ახალმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ კლუბის ხელმძღვანელობას იმ ფეხბურთელების სია გააცნო, რომლებიდანაც ერთ-ერთის ხილვა მას თავის გუნდში სურს.

ტატა მარტინოს ხუთივე რჩეული ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს. ესენი არიან: ვენსან კომპანი (“სიტი”), ტომას ვერმაელენი (“არსენალი”), იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”), დავიდ ლუისი (“ჩელსი”) და დანიელ აგერი (“ლივერპული”).

ბოლო დროს, კატალონიელებს ასევე უკავშირებენენ ტიაგუ სილვასა და მარკინიოსის სახელებს, მაგრამ პირველი მათგანი მარტინომ დაიწუნა, ხოლო მეორემ პსჟ-ში გადასვლა არჩია.

0.101718