სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:20 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტასოტის "მილანიდან" წასვლა უნდა

 

"მილანის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, მაურო ტასოტიმ კლუბის დატოვება გადაწყვიტა. იტალიელი "როსონერებთან" 2001 წლიდან იმყოფება და მას შემდეგ კარლო ანჩელოტის, ლეონარდოს, მასიმილიანო ალეგრის და კლარენს ზეედორფის თანაშემწედ მუშაობს.

"კლუბიდან წასასვლელად ბევრი მიზეზი მაქვს და მოყოლა უსასრულოდ გაგრძელდება, ვნახოთ თვის ბოლოს რა მოხდება." _ განაცხადა ტასოტიმ.

თავად "მილანის" გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი აღნიშნავს, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და ტასოტი კვლავ კლუბში რჩება.

როგორც უკვე ცნობილია, ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალს" დატოვებს და კარლო ანჩელოტი თანაშემწის გარეშე რჩება. ტასოტის კლუბიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ანჩელოტისთან თანამშრომლობა იყოს.

ცნობისთვის, მაურო ტასოტი "მილანში" 17 წელი თამაშობდა და 428 მატჩში 8 გოლი გაუტანია.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117626