სხვა

0:54 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

თასისთვის ბრძოლის შანსი

 

საქართველოს ფუტსალის საუნივერსიტეტო ნაკრები მალაგაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თასის პლეი ოფში გასასვლელად იბრძოლებს.

სტუდენტები პირველ მატჩში შარშანდელი უნივერსიადის მესამეადგილოსან პორტუგალიას დაუპირისპირდნენ, რომელსაც ამ ქვეყნის ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავარჯიშებს და ბრძოლაში 3:5 დამარცხდნენ. პორტუგალია ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ქართველებთან მათ გადამწყვეტი უპირატესობა ვერ მოიპოვეს და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გადაწყდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მოთამაშე საქართველოს ნაკრებში, 9 ისეთი სპორტსმენია, რომლებმაც საერთაშორისო შეხვედრა პირველად ჩაატარეს. საქართველოს ნაკრებიდან ამ თამაშში გოლები მოდენაძემ (ჯარიმიდან), ნინოშვოლმა (ინდივიდუალური გარღვევით 2 მეტოქე მოატყუა და კუთხიდან ზუსტად დაარტყა) და პირველმა (შორიდან) გაიტანეს.

ქართველებს მეორე მატჩი შარშანდელი გათამაშების მეოთხეადგილოსან ტაილანდთან მოუწიათ და პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე მსაჯმა ქართვერლთა მეკარეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, მოედნიდან გააძევა და შეხვედრაც 3:3 დასრულდა. დღეს საუნივერსიტეტო ნაკრები ჩინეთს ეთამაშება და მათი დიდი ანგარიშით დამარცხებით, თუ პორტუგალიამ ტაილანდს მოუგო, ქართველები თასისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161069