ფეხბურთი

15:44 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

თარხნიშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანა

ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-8 ტურის გადადებულ მატჩში, “ვენტსპილსმა” გასვლაზე “ილუკსტე” 7:1 დაამარცხა და სტუმართა რიგებში ერთი გოლი თორნიკე თარხნიშვილმა გაიტანა.

ქართველი ნახევარმცველი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 87-ე წუთზე, სოლო რეიდის შემდეგ, მეტოქემ საჯარიმოში წააქცია, ხოლო მსაჯმა პენალტი დანიშნა. თარხნიშვილმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 6:1 გახადა. “ილუკსტესთან” მატჩამდე თარხნიშვილს ბოლოს გოლი 13 აპრილს გაეტანა. მიმდინარე სეზონში თარხნიშვილმა “ვენტსპილსში” 16 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარის 3-ჯერ აიღო.

“ილუკსტეს” სასტარტოში ჯემალ ჯალიაშვილმა, გიორგი ტუხაშვილმა და გიორგი ხუმარაშვილმა ითამაშეს.

“ვენტსპილს” 55 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. თარხნიშვილის გუნდი ლიდერ რიგის “სკონტოს” მხოლოდ გატანილ-გაშვებული ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება. “ილუკსტე” 12 ქულით 10-გუნდიან ცხრილში ბოლოა.

0.116898