ფეხბურთი

13:57 | 24.07.2014 | ნანახია NaN - ჯერ

თარხნიშვილი გავარდა, “ლეგია” უდვალიშვილოდ გავიდა

 

ლატვიის “ვენტსპილსი”, რომლის ღირსებასაც თორნიკე თარხნიშვილი იცავს, უეფას ჩემპიონთა ლიგას მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.

ერთი კვირის წინ, შვედურ “მალმიოსთან” სტუმრად ნათამაშები ნულოვანი ფრეს შემდეგ, “ვენტსპილსი” შინ 0:1 დამარცხდა და ევროთასებს დაემშვიდობა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. ლატვიელებმა ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე გაუშვეს.

ვარშავის “ლეგიამ”, სადაც ლადო დვალიშვილი ირიცხება, გასვლაზე ირლანდიის “სენტ პატრიკსს” 5:0 აჯობა. სხვათა შორის, პოლონეთში პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა. ქართველი თავდამსხმელი “ლეგიას” 18-კაციან განაცხადში არ იყო.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) გადადებული მე-11 ტურის მატჩში, თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილმა რიგის “სკონტომ” თავის მოედანზე “ლიეპაიას” 2:0 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში ქართველმა ფეხბურთელებმა ლაშა დვალმა და ირაკლი კლიმიაშვილმა სრულად ითამაშეს. ამ უკანასკნელმა 66-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “სკონტო” 10-გუნდიან ჩემპიონატს 49 ქულით ლიდერობს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:32 | 09.05.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ელჩე–ბარსა X

14:28 | 09.05.2014
baacho (1021)

მოულოდნელად გაჩენილი შანსი რომელსაც ტატა ასევე მოულედნელად გაატანს წყალს, არადა უკვე შეგუებული ვიყავი უტიტულო სეზონს ეხლა კიდე მომიშლის ნერვებს ეს პიტალო

14:04 | 09.05.2014
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ატლეტიკო და ბარსა უეჭველი იგებენ და ბოლო ტურში იქნება ომი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069536