მარიუპოლის “ილიჩევეცი”, რომლის შემადგენლობაში დავით თარგამაძე გამოდის, უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურში “ჰოვერლას”, დნეპროპეტროვსკში, სტადიონ “მეტეორზე” უმასპინძლებს. ამის შესახებ მარიუპოლელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
თუ “ილიჩევეცის” ხელმძღვანელობას “მეტეორზე” არსებული პირობები დააკმაყოფილებს, მაშინ ჩემპიონატში საშინაო შეხვედრებს ხსენებულ არენაზე ჩაატარებს. მარიუპოლელებს ადგილსამყოფელის შეცვლა დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო მოუხდათ.
აქვე გეტყვით, რომ “მეტეორზე” თავის დროზე “დნიპრო” თამაშობდა, რომელიც ამჟამად მეტოქეებს “დნიპრო არენაზე” იღებს.