ფეხბურთი

11:47 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

თარგამაძეს კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს

 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დავით თარგამაძემ დაადასტურა, რომ მარიუპოლის “ილიჩივეცს” დატოვებს, მაგრამ კარიერას სად გააგრძელებს ჯერ არ იცის.

“მე და ოქრიაშვილი ნაკრებიდან დავბრუნდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ტრავმები გვქონდა. ამიტომ, არ ვვარჯიშობდით, თუმცა მარიუპოლში ვიმყოფებით. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ პავლოვსა და კლუბის სპორტულ დირექტორს. ასე რომ “ილიჩივეცში აღარ ვიქნებით და სხვა გუნდში გადავალთ. მსურს თამაში ევროპაში გავაგრძელო, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. დრო კიდევ არის. ახლა ზუსტად არ შემიძლია ვთქვა კარიერას სად გავაგრძელებ - უკრაინაში, რუსეთში თუ ევროპაში” – განაცხადა თარგამაძემ, რომელსაც დონეცკის “შახტართან” 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა და “ილიჩივეცში” იჯარით თამაშობდა.

0.130509