ფეხბურთი

11:04 | 15.03.2014 | ნანახია NaN - ჯერ

თარგამაძემ “მეტალურგის” დუბლებს გაუტანა

 

დავით თარგამაძემ “ილიჩივეცის” დუბლებში ითამაშა და გოლიც გაიტანა. მან დონეცკის “მეტალურგთან” სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (2:1) მე-60 წუთზე შეაგდო და თავისიანები ორი ბურთით დააწინაურა. სხვათა შორის, “ილიჩივეცის” სარეზერვო გუნდი უკრაინის დუბლების ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.

“სევასტოპოლის” დუბლებში ითამაშა გუნდის ახალწვეულმა დავით დარციმელიამ. 18 წლის ქართველი ფორვარდი “დნიპროს” დუბლებთან 0:4 წაგებულ შეხვედრაში შეუცვლელად გაისარჯა. 

რუმინეთში გიორგი ჭანტურიას “კლუჟმა” კვლავ ფრედ ითამაშა – გასვლაზე ბრაშოვის “კორონასთან” 2:2. ჭანტურია სათადარიგო გახლდათ და მინდორზე არ შეუყვანიათ. კლუჟელები 2:0-ს იგებდნენ, თუმცა ბოლოს ქულასღა გამორჩნენ. ჭანტურიას გუნდი კვლავაც მეშვიდე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.064545
სარეკლამო ადგილი - 99
X x X