ფეხბურთი

13:37 | 11.03.2014 | ნანახია NaN - ჯერ

თარგამაძე სეზონს “ილიჩივეცში” დაასრულებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი დავით თარგამაძე მიმდინარე სეზონს მარიუპოლის “ილიჩივეცში” დაასრულებს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

თარგამაძეს, რომლის სატრანსფერო უფლებებიც დონეცკის “შახტარს” ეკუთვნის, ზაფხულამდე იჯარით რუსეთის პრემიერლიგის “ურალში” უნდა ეთამაშა. თუმცა, საბოლოოდ მისი გადასვლა ეკატერინბურგულ კლუბში არ შედგა. როგორც “მსოფლიო სპორტისთვის” გახდა ცნობილი, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ თარგამაძემ რუსეთში სამუშაო ვიზა ვერ მიიღო. საბოლოოდ, ის “ილიჩივეცში” დაბრუნდა. მარიუპოლელთა პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოიკო გუნდის თავკაცს ნიკოლაი პავლოვს ჯერ კიდევ იანვარში განუცხადა, რომ თუ თარგამაძე ახალ კლუბს ვერ მოძებნიდა, ქართველის “ილიჩივეცში” დაბრუნებას არ შეეწინააღმდეგებოდა. თავის მხრივ, პავლოვს ისეთი პოზიცია ჰქოინდა, რომ რადგან ფეხბურთელმა პირველ გუნდთან ერთად შეკრება ვერ გაიარა, მზადება დუბლშემადგენლობაში უნდა დაეწყო.

 


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:00 | 11.04.2017
gogssi (3755)

ზღვის გოჭი ( კორბენა) მესის გარეშე არგენტინა გავს ინგლისის ნაკრებს. ლამპარდი ჯერარდი ტერი რუნი და ტუ ვინმე ვარსკვლავი არსებობდა ყველა იქ რომ იყო მაგრამ სამში გრძელს რომ იგებდნენ

17:57 | 11.04.2017
gogssi (3755)

კარგია ეგრე ჯობდა ახლა სავარაუდოდ ვინმეს დანიშნავენ დროებით მერე კი ჩოლო იმედია.

14:34 | 11.04.2017
arsena8 (732)

ბიანკი ნამდვილად იმსახურებს ,მაგრამ არა მგონია დანიშნონ, ასაკის გამო. სიმეონე და პოჩეტინიო ალბათ არ დათანხმდებიან, ვითომ სამპაოლი,ასეთ მცირე დროში რამეს უკეთესობისკენ შეცვლის?

15:09 | 11.04.2017
KoRBeN DaLLaS (24846)

მცირე დრო არ აქვს. ამ შესარჩევიდან მაინც გავლენ, ადვილი კალენდარიც აქვთ და ბოლობოლო ხომ უნდა ინამუსონ ? როდემდე უნდა იყვნენ ყველას დასაცინნი, მესის გარეშე არაფერი შეგიძლიათო DDD

12:56 | 11.04.2017
zarzuela (846)

როგორც გავიგე სამპიოლი ინიშნება!!
ისე მთAვარია ვინმე ნორმალური მოიყვანონ!!!

12:34 | 11.04.2017
Nikala (147)

რამდენიმე კარგი ვარიანტი ექნება არგენტინას: სიმეონე, პოჩეტინიო, სამპაოლი.

მე პირადად, მარსელო გალიარდოსაც გავუწევდი რეკომენდაციას, რივერ პლეიტის თავკაცს.

რატომღაც მგონია, რომ ბიელსას დააბრუნებენ.

სხვათა შორის, ნაკრებში არც კარლოს ბიანკის უმუშავია და საინტერესოა, თუ შესთავაზებენ. ალბათ, დათანხმდება.

12:58 | 11.04.2017
zarzuela (846)

ყველა დაკავებულია, მაგრამ აუცილებელია რომელიმე ამათGან იყოს. სამპიოლიმ თქვა რომ მესსისთან უნდა თანამშრომლობა. ნუ ეს რომ წავიდა ძაან გამიხარდა!!!

12:56 | 11.04.2017
KoRBeN DaLLaS (24846)

ყველა ნორმალური მწვრთნელი დაკავებულია - ჩოლოც, სამპაოლიც, პოჩეტინოც, ბიელსაც, პეკერმანიც(ყველაზე მეტად ეს მომწონდა).
მე მგონი ისევ დიეგოს სთხოვენ, გვიშველეო DDDDDDDDD

13:00 | 11.04.2017
Nikala (147)

ბიელსა თავისუფალია ჯერჯერობით, ლაციოდან წამოვიდა წინა ზაფხულში.

პეკერმანიც კარგი ვარიანტი იქნებოდა, გეთანხმები.

აი, დიეგოზე რა გითხრა. ისეთი ტიპია, რომ შესთავაზონ, დაბრუნდება. მაგრამ მგონი არ დაუძახებენ.

15:06 | 11.04.2017
KoRBeN DaLLaS (24846)

ჰო თავისუფალი ყოფილა ბიელსა. რატომღაც მეგონა, რომ საფრანგეთში იყო DDDD
დიეგო ისეთი ნაგლია, რო მიუშვა მიკროქირურგიული ოპერაციის გაკეთებაზეც მოაწერს ხელს DDDDDDDD დიდი იმედი მაქვს რომ არ შესთავაზებენ მწვრთნელობას, აზრზე არაა მაგ საქმის.

13:00 | 11.04.2017
zarzuela (846)

ჩოლო პოჩეტინიო სამპიოლი, აი ვინმე ნორმალური, პეკერმანი ან ბიანკი. მოკლედ არჩევანი დიდია მთავარია რომელიმე დაიკეროს)) ისე სამპიოლი მოდის თან მესსის ევასება)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066055