ფეხბურთი

12:25 | 27.07.2013 | ნანახია 2498 - ჯერ

თარგამაძე და ოქრიაშვილი ხარკოვში დამარცხდნენ

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-3 ტურში, მარიუპოლის “ილიჩივეცი”, სადაც თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე ირჯებიან, ხარკოვის “მეტალისტთან” სტუმრად 0:2 დამარცხდა.

ორივე ქართველი ნახევარმცველი “ილიჩივეცის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მარიუპოლელთა კარში ორივე გოლი მარკო დევიჩმა გაიტანა, რომელმაც თავი 52-ე და მე-80 წუთებზე გამოიჩინა. 3 ტურის შემდეგ, “ილიჩივეცს” 3 ქულა აქვს და 16-გუნდიან პრემიერლიგაში მე-8 ადგილზეა.

ესტონეთის მეისტრილიგის მე-20 ტურში, ტალინის “ფლორამ” საკუთარ მოედანზე “ტამეკას” ვერ მოუგო – 2:2. ტალინელთა რიგებში ირაკლი ლოგუა მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გურამ მიქაძემ ორივე ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. “ფლორას” 41 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-2 ადგილზეა.

ლატვიის ვირსლიგის მე-14 ტურში რიგის “დაუგავამ” შინ “იურმალას” 1:0 მოუგო. გიორგი დიაკვნიშვილი გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “დაუგავას” 27 ქულა აქვს და 10 გუნდში მესამეა.

ბერლინის “ჰერტამ” ამხანაგურ მატჩში ბელგრადის “რადთან” 1:1 ითამაშა. ლევან კობიაშვილმა მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა.




კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:14 | 27.07.2013
gogga78 (901)

ისე მეტალისტი ძაან ძლიერი გუნდია, ლიაგაზე გავიდა წელს კიევის დინამო დატოვა გაოცებული..

19:45 | 27.07.2013
gigzi (605)

ეს სურათი ნახეთ ყველა დინამოს გულშემატკივარმა


0?'>https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash3/600171_604574852906904_1319077045_n.jpg':'>https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash3/600171_604574852906904_1319077045_n.jpg'))

16:43 | 27.07.2013
giorgi00011 (395)

ვუყურე თამაშს და გასული სეზონიდან გამომდინარე მაგარი მომატებული აქ ორივეს ჯერ ხო მაგრა უწყობდნენ ერტმანეთს მერე მაგარი ატეხნარეს მეტალისტი და მესამე ეგენი დარბოდნენ მარტო + თაგვის გატანა შეეეძლო კონტრ შეტევაზე 1 - 1 ზეგადიოდა და მსაჯმა გააჩერა ვიგაც აილეწა უკან :}

16:05 | 27.07.2013
tengoroma (4673)

ეეეეეეე

13:59 | 27.07.2013
dinamotb1925 (1350)

თაგვიმ მაგრად ითამაშა ოქრიც კაი იყო გუნდელები აზრზე არ არიან

არგენტინის ნაკრებში ნათამაშები მცველი ედგა თაგვის და მაგრა აფინტავა შეცვალეს ვაფშე ერთი 100% საგოლე მომენტი შექმნა და მეკარეს გაარტყა მაგის გუნდელმა

13:54 | 27.07.2013
michael_jordan (3195)

ოქრიაშვილი ნალუბოი დონეს გაქაჩავს მარტო ფაფხურობდა დავიჯერო ბუნდესლიგიდან სერია ა დან არ არის დაინტერესება რა უბედურებაა

13:14 | 27.07.2013
LU 001 KA (1043)

ვუყურებდი თამაშს აგერ ბიჩებმაც ვინც უყურა ყველა აღიარებს იმენნა ძააან მაგრა ითამაშა ორივემ....გუნდი არის უბანძესიიიი ეს ორი ფეხბურთელი ქაჩავენ აფინტავეს მეტალისტის მცველებს არწყევინეს არსაცქვია მარა რას იზამ 2 კაცი ვერ მოიგებს თამაშს

12:46 | 27.07.2013
111111 (5084)

უნამუსო ვიყო რას აკეთებენ ამათი აგენტები ბლინ!!! ესენი თავისუფლად გაქაჩავენ ალსონ ვილაში,სოსიედადში,სტოკში კარგი აგენტებია საჭირო!!!

15:21 | 27.07.2013
სავაშა__ (6590)

ნუ ოხუნჯობ რა შენიჭირიმე... სოსიედადში არა მადრიდის ატლეტიკოში , ვის ამოაგდებს ოქრიაშვილი გრიზმანს? ფორვარდიაო არ დამიწყოთ , უმეტესად ფლანგზე თამაშობს გრიზმანი...

22:38 | 27.07.2013
iakudza (509)

ამოგდეს რითი ჯობია გრიზმანი ერთი რამე დასახლე?

12:41 | 27.07.2013
laciosErtguli (3640)

ჩვენ მარტო ის გვიხარია რო ძირითადში დააყენეს ორივე, 90 წუთი ათამაშეს და ეს წარმატება გვგონია. ორივე შემტევია და მისმა გუნდმა 0-ზე წააგო ზნაჩიტ........

12:56 | 27.07.2013
Baqari Grdzelishvili (1887)

ორივემ კარაგად ითამაშა რა ამათი ბრალია რო დანარჩენი შტერებია!
იყო მომენტი თაგვიმ ფლანგიდან მოატყუა მცველი და დაუგორა ბურთი იმ მომენტში იმ დები/ს არავინ უშლიდა დარტყმას და მეკარეს მოარტყა! ეს ორი დარბოდა და ბრძოლობდა მთელი თამაში უკეთეს გუნდს იმსახურებენ)

14:07 | 27.07.2013
laciosErtguli (3640)

მე თამაში არ მინახავს ისე ბაზარი არაა ორივეს აქ ნიჭი მარა უფრო მეტი სიზარმაცე აქვთ

12:33 | 27.07.2013
რაჭა (10043)

ოქრიაშვილმაც და თარგამაძემაც ორივემ კარგად ითამაშა...იმედია კიდევ მოუმატებენ

0.135462