უკრაინული მარიუპოლის “ილიჩივეცის” მთავარ მწვრთნელს ნიკოლაი პავლოვს გუნდიდან დავით თარგამაძისა და თორნიკე ოქრიაშვილის გაშვება სურს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი football.ua იუწყება.
“მსურს მათ ძალების მოსინჯვის საშუალება სხვა გუნდში მივცე, რადგან როგორც ისინი ფიქრობენ “ილიჩივეცისთვის” “გადაიზარდნენ” – განაცხადა პავლოვმა.
თარგამაძისა და ოქრიაშვილის სატრანსფერო უფლებები დონეცკის “შახტარს” ეკუთვნის, ხოლო “ილიჩივეცში” იჯარით თამაშობენ. ტრავმების მოშუშების შემდეგ, ორივე მათგანი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ამიტომ, ბოლო ტურებია არ უთამაშიათ.