სხვა

19:04 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

თამაზ თევზაძის შეხვედრა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებთან

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევაზაძე სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში სპორტული ფედერაციებისა და ასოციციების, ასევე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

სპორტის 30-მდე ფედერაციასთან გამართული სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ჭრილში, კლუბური სისტემის გამოწვევები და პერსპექტივები, ასევე საკანონმდებლო ბაზის დარეგულირება სპორტის სფეროში.

ევროპული სპორტის მოდელის გათვალისწინებით, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა კლუბური სისტემისა და სპორტის კანონმდებლობის მოწესრიგების აუცილებლობას, ფედერაციების წესდებების სრულყოფას, სპორტული სოლიდარობის პრინციპების დაცვას და ამ პროცესში სპორტული ფედერაციების როლსა და ჩართულობას. ასევე აღინიშნა მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო და კოორდინებული ურთიერთობის აუცილებლობა განსაკუთრებით ფინანსური და სპორტის ბიუჯეტის კუთხით.

სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე რამდენიმე პრობლემური საკითხი დასვეს და სამინისტროს მხრიდან მათი მოგვარებისათვის, ერთობლივად და კოორდინირებულად მოქმედების დაპირება მიიღეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.118117