რიგის “სკონტოს” მთავარ მწვრთნელ თამაზ პერტიას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, მოლდოვურ “ტირასპოლთან” სტუმრად წარმატების იმედი აქვს – იუწყება moldfootball.com-ი.
თამაზ პერტია: “დადებითი შედეგის იმედი გვაქვს, მაგრამ გვესმის, რომ მეტოქეს კარგად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. ამ შემთხვევაში წვრილმანები არ არსებობს და სერიოზულად უნდა მოვემზადოთ. “ტირასპოლისა” და “შერიფის” ბოლო მატჩი ვნახეთ და მეტოქე შევისწავლეთ. თუმცა, სულ სხვა საქმეა ვიდეოჩანაწერი და სხვაა, როდესაც გუნდი მოედანზე გავა და შეიძლება რაიმე სიურპრიზები შეგთავაზოს. ნებისმიერი მწვრთნელი ფიქრობს, მეორეს ეშმაკობით აჯობოს. ვფიქრობ, საწყის 15-20 წუთის განმავლობაში თამაშის საერთო სურათი ნათელი იქნება”.
- როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ მეტოქედ “ტირასპოლი” შეგხვდათ?
- ძალიან მესიამოვნა, რადგან “შერიფში” ვთამაშობდი, სადაც ბევრი კარგი მეგობარი დამრჩა, კლუბის ამჟამინდელ ხელმძღვანელობაშიც.
- მათთან კვლავ შეხვედრა გესიამოვნებათ?
- რა თქმა უნდა. მათ თამაშის შემდეგ შევხვდები. მით უმეტეს, რომ სახლში 5 ივლისს ვბრუნდებით. ვაჟა თარხნიშვილს აუცილებლად ვნახავ – ჩვენ გასახსენებელი ბევრი გვაქვს.
- მომავალ მატჩში ფავორიტად ვის მიიჩნევთ?
- შანსები 50/50-ზეა. ფავორიტი მხოლოდ პირველი თამაშის მერე გაირკვევა.
- ის ფაქტი, რომ პირველ მატჩს სტუმრად ატარებთ, თქვენთვის პლუსია თუ მინუსი?
- ვფიქრობ, პლუსია, რადგან მეტოქეს შევისწავლით. მახარებს, რომ არ ცხელა. კარგი საფეხბურთო ამინდია. მეგონა, რომ ეცხელებოდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დილემა არის 2 არასასურველ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთება და დავიჯერო მერებას არცერთი არ სურს?!
არ ხარ იმ ასაკში ახალი გამოწვევები მიიღო, გააგრძელე კონტრაქტი
არუნდა გადავიდეს