ფეხბურთი

18:12 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

თამაზ პერტია: "ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მინდა გავხდე"

 

თამაზ პერტია ლატვიურ ფეხბურთში ცნობილი კაცია. რიგის "სკონტოს" მწვრთნელს არც ქება აკლია და არც კრიტიკა, თანაც, როგორც ერთი ისე მეორე უხმაუროდ არ ჩაივლის. პერტიას საკუთარ მანქანაზე უცნობმა პირებმა უწმაწური სიტყვები დაუწერეს და აღმოჩნდა, რომ მწვრთნელი ანონიმურ მუქარის წერილებსაც იღებდა. თუმცა ყოველივე ამაზე პერტიამ უპასუხა - სულაც არ მანაღვლებსო.

ახლა კი ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც პერტიამ ლატვიურ playboy-ს მისცა:

- როდესმე ტოტალიზატორში გითამაშიათ?

- არასოდეს!

- თქვენი გუნდის ფეხბურთელები?

- ღმერთმა არ ქნას. არანაირი ეჭვი არ მაქვს, მაგრამ თუ გავიგე, მაშინვე წავა გუნდიდან! თუმცა, არა მგონია, ეს ბიჭები მსგავსი მიმართულებით მიდიოდნენ.

- მაისში გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენ შეგეცვალათ ლატვიის ნაკრებიდან წასული ალექსანდრს სტარკოვსი. რეალური იყო?

- საუბრის დონეზე დარჩა. ვიცი, რომ მსგავსი საკითხი იხილებოდა. ჯერ 38 წლის ვარ და ის ფაქტი, რომ ჩემს საკითხს იხილავდნენ, უკვე დიდი პატივია. მსურს, რომ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი გავხდე. საამისოდ მზად ვარ.

- ლატვიაში რასიზმი არის?

- გულშემატკივრები ხშირად მეძახიან უწმაწურ სიტყვებს, მაგრამ ეს მხოლოდ ტრიბუნებიდან. ქუჩაში ცუდი არაფერი მიგრძვნია. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ლატვიაში რასიზმი არაა ფეხმოკიდებული. ეს რომ ასე იყოს, ამდენი წლის განმავლობაში აქ არ ვიცხოვრებდი და ლატვიელ ცოლს არ მოვიყვანდი.

0.124073