სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:11 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

თამაზ პერტია: "ბედნიერი ვარ, რომ ქართული ფეხბურთის სკოლა გავიარე"

ლატვიური "სკონტოს" მწვრთნელმა თამაზ პერტიამ, Sportacentrs-თან საუბარში განაცხადა, რომ ლატვია მისი მეორე სამშობლოა, მაგრამ ბედნიერია, რომ საქართველოში დაიბადა, გაიზარდა და ფეხბურთის თამაშიც აქ დაიწყო.

"15 წელია ლატვიაში ვარ. ჯერ როგორც ფეხბურთელი, შემდეგ კი - მწვრთნელი. ჩემი სამშობლო საქართველოა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე. საქართველო ამაყობს დიდი ფეხბურთელებით. ჩემს ქვეყანაში თამაშობდნენ ყიფიანი, ძოძუაშვილი, დარასელია, არველაძე, ქინქლაძე, კალაძე, კობიაშვილი, ჯამარაული და სხვები... ბედნიერი ვარ, რომ ოდესღაც, თბილისის "დინამოში" ვთამაშობდი. ქართული ფეხბურთის ნიშანია ტექნიკა და აზროვნება, ამას დაუმატეთ ლატვიური შეუპოვრობა და დისციპლინა - მშვენიერი სინთეზია".

ამჟამად, “სკონტო" ლატვიის ჩემპიონობის პირველ ფავორიტად ითვლება და პერტია მიიჩნევს, რომ, თუ გუნდი ფანატიკურად მიუდგება საქმეს და ყოველდღიურად ფეხბურთზე იფიქრებს, 99,9 პროცენტით, მიზანიც შესრულდება.

შეხსენებისთვის, "სკონტომ" ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I შეხვედრაში, გასვლაზე 1:0 სძლია მოლდოვის "ტირასპოლს". "სკონტოში" თამაშობენ ირაკლი კლიმიაშვილი, ლადო დათუნაშვილი, ლაშა დვალი და ლევან ჭაჭიაშვილი.


სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118256