სხვა

21:41 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონ გეის დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა

 

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპრინტერი ტაისონ გეი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა.

30 წლის ამერიკელმა, რომელიც აგვისტოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იამაიკელ უსაინ ბოლტის უმთავრეს მეტოქედ მიიჩნეოდა, ინფორმაცია ამის შესახებ კვირას თავად გაავრცელა. მისი თქმით, აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტომ მას აცნობა, რომ 16 მაისს მისგან აღებულმა “ა” დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა. “ბ” დოპინგ-სინჯი ჯერ არ გაუხსნიათ, თუმცა გეიმ უკვე განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც 10-18 აგვისტოს მოსკოვში გაიმართება, ის მონაწილეობას არ მიიღებს.

მას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ სახელდობრ რომელი აკრძალული პრეპარატი აღმოჩნდა სინჯში. “ახლა ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს – თქვა მან – შევცდი. სხვებს ვენდე და დამაღალატეს. მაგრამ ყველანაირ სასჯელს ისე მივიღებ, როგორც ეს კაცს ეკადრება.”

გეი 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის ოქროს მედალოსანია – ოსაკაში გამართულ პირველობაზე მან 100, 200 და 4Х100 მ რბენაში იმარჯვა. რამდენიმე კვირის წინ გეიმ აშშ-ის პირველობაზე ორივე სპრინტერულ დისტანციაზე მოიგო და თანაც – სეზონის საუკეთესო შედეგებით. მიმდინარე სეზონის ბრილიანტის ლიგაში ის 100 მეტრზე რბენის საერთო ჩათვლაში თანამემამულე ჯასტინ გეტლინთან ერთად ლიდერობდა.

მძლეოსნობის სამყარო მისი და ბოლტის მოსკოვური დაპირისპირების მოლოდინში იყო...

https://www.youtube.com/watch?v=yEeVWSj3Pt0

0.117136