სხვა

18:44 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონ ფიური: “თუ არ დამემალა, კლიჩკოს აუცილებლად მოვუგებ”

 

სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე ტაისონ ფიური (დიდი ბრიტანეთი) უახლოეს მომავალში IBF-ს, WBA-სა და WBO-ის ვერსიით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ვლადიმერ კლიჩკოს წინააღმდეგ რინგზე გასვლას და მის დამარცხებას აპირებს.

“მას შემდეგ, რაც დერეკ ჩისორას შევხვდები და დავამარცხებ, კლიჩკო, რომელიც აქამდე ჩემთან ბრძოლას თავს არიდებდა, ვალდებული იქნება, ჩემს წინააღმდეგ გამოვიდეს რინგზე. თუ არ დამემალა, კლიჩკოს აუცილებლად მოვუგებ”, - ამბობს ფიური.

თავის მხრივ, ჩისორა აცხადებს, რომ ფიურის აუცილებლად დაამარცხებს და საჩემპიონო ბრძოლაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ის შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.137308
სარეკლამო ადგილი - 99
X x X