"დენვერის" მთავარმა მწვრთნელმა ტაი ლოუსონმა, პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ ტაი ლოუსონი, მიღებული ტრავმის შემდეგ მწყობრში, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდება - იტყობინება ნბა-ს ოფიციალური საიტი.
ლოუსონმა ტერფის დაზიანება 19 მარტს, "ოკლაჰომასთან" მატჩში მიიღო, რის შემდეგაც სამი შეხვედრა გამოტოვა. "ნაგეთსის" გამთამაშებელი დაბრუნდა "სპურსთან" დაპირისპირებაში, თუმცა ტკივილმა ხელმეორედ შეაწუხა და ექიმებმა განმეორებითი გამოკვლევების შემდეგ, გაცილებით უფრო სერიოზული დაზიანება აღმოაჩინეს.