ფეხბურთი

15:57 | 11.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

თაღლითობის მწვერვალი

7 სექტემბერს ბაჰრეინში მასპინძელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში 3:0 მოუგო ეგრეთ წოდებულ ტოგოს ნაკრებს. რატომ “ეგრეთ წოდებულს”? როგორც გაირკვა, ეს ტოგოს ნაკრები არ იყო – ვიღაც უცნობი ფეხბურთელები ჩაუყვანიათ ბაჰრეინში და ისიც საკითხავია, საერთოდ იყვნენ თუ არა ფეხბურთელები...
ამ მატჩის ორგანიზება მავანმა აგენტმა ითავა და ბაჰრეინის ფეხბურთის ასოციაცია მოატყუა, ტოგოს ნაკრებს ჩამოგიყვანთო. სინამდვილეში, ტოგოელი ფეხბურთის მამები აზრზე არ იყვნენ, რომ ამხანაური შეხვედრა იმართებოდა... და ამ აგენტმაც ვიღაც მოგონილი ფეხბურთელები ჩაიყვანა ბაჰრეინში. ახლა ეს “ვითომ აგენტი” ამ “ვითომ ფეხბურთელებთან” ერთად მიმალულია და იძებნება. ბუნებრივია, თაღლითმა აგენტმა ამ მატჩის ორგანიზებისთვის თანხა აიღო. მოკლედ, გაუგონარი ამბავია.   
“ტოგოს ნაკრების უსუსტესმა თამაშმა გამაკვირვა. ჩვენებს უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ. მაგრამ უფრო მეტად გავოცდი, როცა გავიგე, რომ საქმე ტოგოს ყალბ ნაკრებთან გვქონდა” – განაცხადა ბაჰრეინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, შეიხმა სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფამ ფრანგულ  L’Equipe-სთან საუბრისას.
ტოგოს სპორტის მინისტრი კრისტოფ ჩაოც გაკვირვებული და შეურაცხყოფილია.
“ტოგოში არავინ იცოდა, რომ ეს მატჩი ტარდებოდა. საფუძვლიან გამოძიებას ჩავატარებთ და თაღლითები უმკაცრესად დაისჯებიან”.   
ისე, საინტერესოა, რომ ბაჰრეინ – ტოგოს მატჩის ანგარიში ფიფა-ს საიტზეც დაიწერა, თუმცა მალევე წაშალეს.     
ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175099