ფეხბურთი

16:17 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტაბიძე სტაჟირებას “ლივერპულში” გაივლის

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მარცხენა მცველი ჯემალ ტაბიძე სტაჟირებას სახელოვან ინგლისურ კლუბ “ლივერპულში” გაივლის. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “საბურთალოს” პრესატაშემ კახა მგელაძემ აცნობა.

ზამთარში, “საბურთალოს” ორგანიზებით ჩატარებულ ტრადიციულ ტურნირს “სალერის თასს” “ლივერპულის” სკაუტი დევიდ ვიზკაინოც დაესწრო, რომელსაც ტაბიძის თამაში მოეწონა და ფეხბურთელი სტაჟირებაზე მიიწვია.

“საბურთალომ” ინგლისიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო და 17 წლის მცველი დიდ ბრიტანეთში 16 მარტს კლუბის სპორტულ დირექტორ გია ჭიაბრიშვილთან ერთად გაემგზავრება. ტაბიძე “ლივერპულში” 10 დღე დარჩება.

ფოტო fcsaburtalo.ge

0.117866