იტალიური “მილანის” მაროკოელმა ნახევარმცველმა ადელ ტაარაბტმა განაცხადა, რომ მისი აგენტი მილანურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.
24 წლის ფეხბურთელი “ქუინზ პარკ რეინჯერსის” საკუთრებაა და “მილანში” განათხოვრების წესით თამაშობს. Football Italia-ს ცნობით, ტრანსფერის ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს.
“აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ჩემი აგენტი უკვე აწარმოებს კლუბთან მოლაპარაკებას. რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მატჩში მივიღე მონაწილეობა. იტალიაში ყველაფერი მომწონს და “მილანში” დარჩენა მინდა. ძალიან რთული პერიოდი გადავიტანეთ, მაგრამ “ლაციოსთან” ფრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ევროპის ლიგაზე მოსახვედრად ბრძოლა, უფრო გულშემატკივრების ამოცანაა, თორემ გუნდში მხოლოდ ყველა თამაშის მოგებაზე ვფიქრობთ” - განაცხადა ტაარაბმა.
მაროკოელი მილანურ კლუბს იანვარში შეუერთდა და იტალიის სერია A-ს 7 მატჩში ორი გოლი გაიტანა. მანამდე ის ასევე განათხოვრების წესით “ფულემში” თამაშობდა.







