ჭადრაკი

15:40 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სწრაფ ჭადრაკში ბაციაშვილმა იმარჯვა

 

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ ქალთა გრან-პრის დასკვნითი ეტაპზე სწრაფ ჭადრაკში ნინო ბაციაშვილმა იმარჯვა.

ბათუმელმა დიდოსტატმა შვიდ ტურში 5.5 ქულა მოაგროვა და I-II ადგილები საქართველოს ნაკრების წევრ ლელა ჯავახიშვილთან გაიყო, თუმცა, კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

5 ქულით მესამე ადგილზე მერი არაბიძე გავიდა, მომდევნო პოზიციები კი, 4.5-4.5 ქულით ნინო ხურციძემ, სალომე მელიამ და ნინო ხომერიკმა გაინაწილეს.

0.107896