ავტოსპორტი

19:29 | 20.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

სველ ჰოკენჰაიმზე ყველას ბატონმა აჯობა

 

„მაკლარენმა“ გერმანულ ეტაპზე რამდენიმე სიახლე ჩაიტანა და ეს ფორმალურად მისი პილოტების შედეგებზეც აისახა - ჯენსონ ბატონმა საუკეთესო, ლუის ჰამილტონმა კი მეორე საუკეთესო დრო აჩვენეს. მაგრამ რეალურად, ეს მათი მანქანის მოფიდფიცირების დამსახურება ნაკლებად უნდა იყოს - წვიმდა და ამ დროს რაიმე დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.

წვიმა ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც სილვერსტოუნზე, მაგრამ პელოტონში შეუსაბამობბი მაინც გამოიწვია - მარკ უებერის მეოცე დრო სწორედ ამის შედეგია. თანაც, სველმა ტრასამ, „უილიამსის“ სათადარიგო პილოტს, ფინელ ვალტერი ბოტასს მანქანის დამტვრევაშიც შეუწყო ხელი. პილოტმა კოკპიტი დამოუკიდებლად დატოვა და მანქანის ნარჩენების თვალიერება დაიწყო...

სხვათა შორის, ბატონმა თავისი საუკეთეს დრო წვიმის დაწყებამდე დააფიქსირა. მან თითქმის ნახევარი წამით აჯობა ჰამილტონს, ვისთვისაც ჰოკენჰაიმის რბოლა, კარიერაში მე-100 იქნება.

 

გერმანიის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:16.595

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:17.093

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:17.370

4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:17.382

5. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                            1:17.413

6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:17.599

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:17.915

8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                              1:17.995

9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)        1:18.020

10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:18.130

11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:18.226

12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:18.339

13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:18.422

14. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:18.709

15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                           1:18.831

16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, ფორს ინდია)                 1:18.972

17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:19.039

18. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:19.674

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               1:19.963

20. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:20.122

21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:20.169

22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:20.539

23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:21.138

24. დანი კლოსი (ესპანეთი, ისპანია)                              1:21.740

http://autopanoramaf1.blogspot.com/2010/05/a9-audi-a9-hybrid-sports-sedan-concept.html

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096264