კვირას, 22 დეკემბერს, მიმდინარე წლის საფეხბურთო სეზონი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სუპერთასის მატჩით დასრულდება.
სუპერთასის მოქმედი მფლობელი საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონია“. ამ ჯერზე კი, თასის მოსაპოვებლად ერთმანეთს გასული სეზონის საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის “დინამო“ და საქართველოს თასის გათამაშების ფინალისტი – საჩხერის “ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან.
მატჩი კვირას, 17:00 საათზე, “მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება და მსურველთათვის დასწრება უფასო იქნება.
სუპერთასის საპრიზო ფონდი 50 ათას ლარს შეადგენს. სფფ 30 ათასი ლარით გამარჯვებულს დააჯილდოვებს, 20 ათასი კი ფინალისტს გადაეცემა.
სფფ-ის პრესსამსახური