კალათბურთი

16:53 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუპერთასი “ქუთაისმა” მოიგო

 

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის გათამაშება. ჩვენი ქვეყნის თასის მფლობელმა “ქუთაისმა” ქვეყნის ჩემპიონ “დინამოს” 80:74 მოუგო და საკუთარ ისტორიაში პირველად მოახერხა საქართველოს სუპერთასის მოგება.

საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის სუპერფინალის მატჩი დაძაბული გამოდგა, მაგრამ ქუთაისელებმა მეტი ყისმათი და მონდომება გამოავლინეს, მესამე პერიოდში წინ გავიდნენ და მას შემდეგ ანგარიშში სულ დაწინაურებულები იყვნენ. საბოლოოდ “ქუთაისმა” იმარჯვა და წლეულს მეორე ტიტული მოიპოვა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე “ქუთაისი-2010”-ის კალათბურთელი გიორგი ბარბაქაძე იყო 22 ქულით. გამარჯვებულთაგან ასევე აღსანიშნავია დავით ბარბაქაძის 18 ქულა, ზაურ ფაშაევის 15 ქულა და აკაკი დვალიშვილის კარგი თამაში. ამ უკანასკნელმა 18 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08942