კალათბურთი

20:25 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის მორიგი ტური საინტერესოდ დასრულდა

საქართველოს 23-ე ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე წრის მესამე ტური „სოხუმისა“ და „რუსთავის“ მატჩით დასრულდა. მაყურებელი დაძაბული ორთაბრძოლის მოლოდინით იყო და მათი პროგნოზი ახდა. ორივე გუნდმა თავდადებით ითამაშა და გამარჯვებულის ვინაობა მეოთხე პერიოდის დასასრულს გამოვლინდა. საწყისი ორი პერიოდის განმავლობაში ანგარიშში საგრძნობლად დაწინაურება ვერც ერთმა გუნდმა მოახერხა. მატჩის შედეგზე გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინა მესამე პერიოდის დასასრულსა და მეოთხე მეოთხედის დასაწყისში „სოხუმელთა“ მიერ ნაჩვენებმა კარგმა, შედეგიანმა თამაშმა. ვახტანგ ქადარიასა და ირაკლი ჩლაიძის მცდელობის შედეგად, ვაჟა კვარაცხელიას გუნდი 10 ქულით დაწინაურდა და ეს უპირატესობა ასპარეზობის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია. „სოხუმმა“ 79:65 იმარჯვა და მიმდინარე ჩემპიონატში მეექვსე გამარჯვება იზეიმა.

ყველას მოგეხსენებათ „სოხუმელთა“ მძიმე ფინანსური მდგომარეობა. მწვრთნელებსა და მოთამაშეებს 5 თვის ხელფასი არ აუღიათ. „რუსთავთან“ მატჩის წინ კი ამას ისიც დაემატა, რომ ერთბაშად რამდენიმე კალათბურთელი გაცივდა და სრულფასოვანი მომზადება ვერ გაიარა. მათ შორის იყო ვახტანგ ქადარია, რომელმაც რუსთაველებთან დაპირისპირებამდე მხოლოდ ერთხელ პარასკევს ივარჯიშა. ამის მიუხედავად, მან დღეს მოედანზე მატჩისთვის განკუთვნილი დრო სრულად გაატარა და თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა - 18 ქულას 11 მოხსნა მიამატა. ასევე 40 წუთი ითამაშა გუნდის კაპიტანმა ირაკლი ჩლაიძემ. იგი 25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აღმოჩნდა. აღსანიშნავია ბექა ბექაურის კარგი თამაში. მან 20 მოხსნა განახორციელა და 13 ქულა შესძინა საკუთარი გუნდის აქტივს.

მატჩის დასრულების შემდეგ სოხუმელთა მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა თავის მოთამაშეებს თავდადებისთვის. ბიჭები ნახევრად მშივრები, დახეული ბოტასებით თამაშობენო - დასძინა ბატონმა ვაჟამ. გუნდში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე „სოხუმის“ უკანახაზელმა რატი ბააკაშვილმაც გაამახვილა ყურადღება და „სოხუმის“ პრეზიდენტ მინდია გულუას მოუწოდა გუნდის წევრები გაარკვიოს შექმნილ ვითარებაში.

„რუსთავის“ მთავარმა მწვრთნელმა ოთარ ხმელიძემ მეტოქესა და მის დამრიგებელს გამარჯვება მიულოცა. წაგების მიზეზად კი რუსთაველთა თავკაცმა მისი გუნდის მოთამაშეთა მიერ არაზუსტად შესრულებული ტყორცნები დაასახელა. მან გაამხნევა „სოხუმის“ მწვრთნელები და კალათბურთელები, მოუწონა საქმისადმი ერთგულება და დაამატა, რომ მათი მონდომება კლუბისადმი სიყვარული და პატრიოტიზმი თავის სასიკეთო ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს.

 

ქ. თბილისი სოხუმი 79 - 65 რუსთავი 15.02.14, 18:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
სოხუმი 19 17 24 19 79
რუსთავი 21 20 11 13 65
სოხუმი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
6 შოთა გოლეთიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი ჩლაიძე * 40:00 5 9 55.6 3 7 42.9 6 12 50 0 0 0 7 3 2 1 0 25
8 გელა კოპალიანი 00:48 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 სანდრო მეგენეიშვილი 01:40 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გრიგოლ შვანგირაძე * 33:42 0 3 0 3 9 33.3 0 0 0 2 4 6 2 3 3 2 0 9
12 ირაკლი გაბისონია 10:59 2 3 66.7 0 0 0 0 0 0 0 2 2 0 5 1 0 0 4
13 რატი ბააკაშვილი * 35:52 1 5 20 2 4 50 2 4 50 2 2 4 7 1 2 3 0 10
14 ვახტანგ ქადარია * 40:00 5 11 45.5 1 3 33.3 5 6 83.3 3 8 11 1 0 3 0 1 18
22 დავით დეკანოიძე 03:32 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 2 2 0 0 1 0 0 0
33 ბექა ბექაური * 33:27 3 7 42.9 1 3 33.3 4 6 66.7 4 16 20 3 4 0 0 2 13
0 2 2 0 0 0 1 0 0
16 39 41.03 10 26 38.46 17 28 60.71 11 36 47 20 16 13 6 3 79
 
რუსთავი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზურა მაჭავარიანი * 18:28 5 9 55.6 0 4 0 0 0 0 1 0 1 2 4 4 0 0 10
5 გაგა არაბული 01:44 0 1 0 0 0 0 0 0 0 1 1 2 0 0 1 0 0 0
7 დავით არწივიძე * 13:12 0 4 0 0 4 0 0 0 0 0 1 1 1 1 1 1 0 0
8 ლევან ხმელიძე * 38:16 7 18 38.9 0 3 0 3 7 42.9 3 6 9 5 4 3 3 0 17
9 მალხაზ აბაიშვილი * 40:00 0 1 0 6 11 54.5 0 0 0 2 4 6 2 4 3 2 0 18
10 რევაზ ჩაჩანიძე 17:17 0 3 0 2 5 40 0 0 0 0 3 3 2 5 0 0 0 6
12 გიორგი ყველაშვილი 38:05 1 7 14.3 0 0 0 1 2 50 10 9 19 1 3 0 0 2 3
13 ჯაბა არაბული 11:33 1 4 25 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 2 0 0 0 2
14 დავით გუგავა 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
15 ზაზა გაგნიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
20 დავით მაისურაძე * 21:25 3 4 75 0 2 0 3 3 100 2 6 8 3 0 1 0 0 9
23 გიორგი ოქროჭელიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 0 1 0 0 0 1 0 0
17 51 33.33 8 29 27.59 7 12 58.33 20 31 51 16 23 14 6 2 65
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, დავით ბერიშვილი, გურამ მიქელაძე

კომისარი: გია სანაძე

superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

0.177288