კალათბურთი

13:51 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგას სპონსორი გამოუჩნდა

 

19 ოქტომბერს იწყება საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატი კალათბურთში, რომლის სპონსორიც აზარტული თამაშების კომპანია “ევროპაბეთი” იქნება.

დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში, აღნიშნულ სპონსორობასთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა დოკუმენტს, საქართველოს კალათბურთის ფედერაცის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანსა და “ევროპაბეთის” დირექტორ გიორგი გედევანიშვილს შორის.

0.116368