ფეხბურთი

19:30 | 27.02.2013 | ნანახია NaN - ჯერ

“სუონსიმ” ლაუდრუპთან მოლაპარაკება დაიწყო

გასულ კვირას უელსურმა “სუონსიმ” ინგლისის ლიგის თასი მოიგო და თავისი არსებობის მე-100 წელს ქომაგებს ჩინებული საჩუქარი მიუძღვნა. თავის ქალაქში დაბრუნებულ ფეხბურთელებს ქუჩებში 20 ათასამდე გულშემატკივარი შეეგება. ამ ტრიუმფის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად 48 წლის დანიელ სპეციალისტს, მიქაელ ლაუდრუპს მიიჩნევენ. კლუბის თავმჯდომარე ჰოუ ჯენკინსი კი აცხადებს, რომ მწვრთნელთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ლაუდრუპს 1 მილიონგირვანქიანი კონტრაქტი აქვს და წესით “სუონსიში” კიდევ 16 თვე უნდა იმუშაოს. თავად მიქაელი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ბრიტანელი ჟურნალისტები წერენ, რომ დანიელი არ არის მზად სამხრეთ უელსში ხანგრძლივად დასარჩენად. ჯენკინსს სჯერა, რომ ლაუდრუპს შეინარჩუნებს. მის აგენტ ბაირამ თუთუმლუს კი უელსში მომავალ კვირას ელოდებიან.

0.255946